რომელ პროდუქტებს უნდა მოერიდოთ თმის მოვლის საშუალებების შერჩევისას

რომელ პროდუქტებს უნდა მოერიდოთ თმის მოვლის საშუალებების შერჩევისას

ალბათ, დამეთანხმებით, რომ თმა ადამიანის გარეგნობის ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თუმცა, ის მხოლოდ ჩვენი იერსახის გაუმჯობესებისა და თვითგამოხატვის საშუალება როდია - თმა თავის ქალის კანისა და მისი ძვლოვანი სტრუქტურის დამცავი ბარიერია.

თმაზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით თავის კანის ბიოლოგიურ მახასიათებლებზე საუბარს - ზედაპირზე მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები მარტივად და სწრაფად შეიწოვება. მაგალითისთვის, აბსორბციის მაჩვენებელი სკალპზე, წინამხართან შედარებით, 4-ჯერ უფრო მეტია. შესაბამისად, პროდუქტებს, რომლებიც ჩვენი თავის კანზე ხვდება, ეს იქნება თმის შამპუნი, კონდინციონერი თუ ნიღაბი, ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვარჩევდეთ.

ამ სტატიაში სწორედ იმ რამდენიმე ქიმიური ნივთიერების შესახებ გესაუბრებით, რომლებსაც თმის მოვლის საშუალებების შერჩევისას უნდა მოერიდოთ.

 

ნივთიერება 1: ნატრიუმის ლაურილსულფატი (Sodium Lauryl SulfateSLS/SLES)

ნატრიუმის ლაურილსულფატი შხაპის გელების, საპნებისა და შამპუნების  ძირითად შემადგენელ ინგრედიენტებს შორისაა. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კი ქაფის წარმოქმნაა.

გაიხსენეთ, რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ თუ შამპუნი კარგად არ აქაფდა, თმა კარგად ვერ გაისუფთავეთ; ხოლო თუ დასაბან საშუალებას ბევრი ქაფი აქვს, ესეიგი, სხვაზე უკეთესია. რეალურად კი ქაფის წარმოქმნა და დასაბანი საშუალების ეფექტური მოქმედება ერთმანეთს არ უკავშირდება.

SLES-ს რომ დავუბრუნდეთ, ის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებაა (ზან), რომელიც ორგანიზმისთვის საზიანოა. ზოგადად, მიჩნეულია, რომ ზან-ებს იმუნიტეტის დარღვევა და ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლიათ.

თავად SLES, სხვა სულფატების მსგავსად, თმასა და თავის კანს ბუნებრივ ცხიმს აშორებს. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კი ის ქერტლის, ქავილის, ასევე კანისა და თვალის გაღიზიანების გამომწვევიც შეიძლება გახდეს. აქვე აღსანიშნია, რომ ამ ნივთიერების ცუდად ჩამობანის შემთხვევაში (ანუ როდესაც მისი ნაწილაკები თმის ფოლიკულებში რჩება) თმის ცვენაც შესაძლოა დაგეწყოთ; ამასთან, თმის ზრდის მაჩვენებელი, ნორმალურთან შედარებით, 8-ჯერ მცირდება.

ნივთიერება 2: ვაზელინი (Petrolatum)

მართალია, თეთრი (ქიმიურად სუფთა) ვაზელინი უსაფრთხოა, თუმცა, პროდუქტების წარმოებაში ყვითელი, ქარვისფერი და ყავისფერი (ნაკლებად რაფინირებული) ვაზელინი გამოიყენება, რომლებიც, შესაძლოა, კარცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავდეს.

გარდა ამისა, ვაზელინი არც თმის დამატენიანებელი და არც მისი მკვებავი საშუალებაა. თმის გარშემო ის ერთგვარ დამცავ ფენას წარმოქმნის, რომელიც ტენს ‘’აკავებს’’. მარტივად რომ ვთქვათ, ვაზელინის თმაზე დატანას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა დადებითი ეფექტი, თუ მას დამატენიანებელი პროდუქტების შემდეგ წავისვამდით.

 

ნივთიერება 3: სილიკონი (Silicone)

თმის მოვლის საშუალებებში, ეს იქნება შამპუნები თუ კონდინციონერები, სილიკონიც ფართოდგამოყენებადი პროდუქტია. ქიმიურად, ის სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც ჰიდროფობური თვისებები აქვს.  მარტივად რომ ავხსნათ, მას ვაზელინის მსგავსი ეფექტი აქვს - თმის ღერის გარშემო გაუმტარ საფარს ქმნის, რაც ტენის გამოღწევასა და შეღწევას უშლის ხელს.

მართალია, სილიკონი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება არაა, მაგრამ ის თმის სიძლიერესა და გარეგნულ მხარეზე ახდენს გავლენას. ამ მხრივ, ყველაზე გავრცელებული თმის სიმშრალე და სიმძიმის შეგრძნებაა. სილიკონის შემცველ თმის მოვლის საშუალებებს განსაკუთრებით ხვეულთმიანი ადამიანები უნდა მოერიდონ, რადგანაც ამ ტიპის თმა ისედაც მშრალი და მტვრევისკენ მიდრეკილია, ამასთან, ეს ნითიერება ხვეულების ჩამოყალიბებასაც უშლის ხელს.

 

ნივთიერება 4: პარაბენები (Parabens)

პარაბენიც ერთერთი ფართოდ გავრცელებული კონსერვანტია და ის პროდუქტის გამოყენების ვადას ახანგრძლივებს. პარაბენები კანში მარტივად იწოვება და  ორგანიზმში დაგროვების უნარი აქვთ.

მათი გამოყენება ადამიანის ენდოკრინულ, რეპროდუქციულ, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემებზე უარყოფითი გავლენის რისკებს შეიცავს. ამასთან, პარაბენების შემცველი პროდუქტების ორსულობის პერიოდში გამოყენებამ, ნაყოფში, შესაძლოა , რეპროდუქციული სისტემის დარღვევაც გამოიწვიოს.

მეცნიერული კვლევებით პარაბენების სარძევე ჟირკვლის სიმსივნურ უჯრედებში არსებობაც დასტურდება, რაც, თეორიულად, დაავადების განვითარებაში ამ ნივთიერების როლზე მიუთითებს.

ევროკავშირსა და ამერიკაში სხვადასხვა პროდუქციაში არსებული პარაბენების რაოდენობა მკაცრად კონტროლდება და ზოგიერთი სახეობის წარმოებაში გამოყენება საერთოდ აკრძალულიც კია.  

 

MAXXelle Cura biOTHERAPY პროდუქცია

რადგანაც თქვენი თმისთვისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტები უკვე გაიცანით, დროა იმ პროდუქციას გაეცნოთ, რომელიც თქვენთვის როგორც უსაფრთხო, ასევე სასარგებლოც იქნება.

დარწმუნებული ვარ, გაგიხარდებათ, თუ გეტყვით, რომ MAXXelle Cura biOTHERAPY-ის პროდუქცია ზემოთ ჩამოთვლილი საშიში და უსარგებლო ქიმიური ნივთიერებებიდან არცერთ მათგანს შეიცავს.

ამასთან, ამ ხაზში თმის ნებისმიერი ტიპისთვის მოსავლელად საჭირო პროდუქტს იპოვით:

  • დამუშავებული თმის შამპუნი/ნიღაბი
  • თხელი თმის შამპუნი/ნიღაბი
  • მშრალი და ხვეული თმის შამპუნი/ნიღაბი
  • ყოველდღიური გამოყენების შამპუნი
  • თმის აღმდგენი შამპუნი/ნიღაბი/შრატი
  • ღრმა წმენდის შამპუნი/სკრაბი
კომენტარები